"ოცნებას“ იმპიჩმენტი უნდა დაეწყო საკუთარი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წინააღმდეგ - სამადაშვილი

04.09.23 13:18
"ოცნებას“ იმპიჩმენტი უნდა დაეწყო საკუთარი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წინააღმდეგ - სამადაშვილი

„ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტი უნდა დაეწყო საკუთარი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წინააღმდეგ," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი "ქართული ოცნების" განზრახვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს კვირის განმავლობაში მიმართავს და სთხოვს დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე წასვლით.

როგორც სამადაშვილი ამბობს, კონსტიტუცია არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერმა დაარღვია და დეპუტატი მმართველ გუნდს კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალდებულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნით ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგან.

იმიტომ, რომ კონსტიტუცია დაარღვია ღარიბაშვილმა, კონსტიტუცია დაარღვია როდესაც უარი უთხრა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირში ვიზიტების ორგანიზებაზე, იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ვალდებულებაა ყველა შესაბამისი უწყების, რომ უზრუნველყოს ყველაფერი ამის მისაღწევად. ამიტომ არასწორი ადრესატი ჰყავს ამ იმპიჩმენტის პროცედურას, იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო ღარიბაშვილის წინააღმდეგ,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.