თუ "ოცნება" პრეზიდენტს ციხეში მოკლავს და არ შეასრულებს პირობებს, გაფართოებაზე საუბარი არ იქნება - პავილიუსი

04.09.23 13:24
თუ "ოცნება" პრეზიდენტს ციხეში მოკლავს და არ შეასრულებს პირობებს, გაფართოებაზე საუბარი არ იქნება - პავილიუსი

ლიეტველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიუსი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება. პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლებასთან ევროკავშირი გაფართეობაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, რადგან "ოცნება' ყველა გზით ცდილობს, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი არ მიიღოს.

პავილიუსი ასევე, საქართველოს მთავრობას იანუკოვიჩს ადარებს, რომელიც ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებდა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავს, დასავლეთზე კი თავდასხმებს გააგრძელებს, გაფართეობაზე საუბარი აღარ იქნება. 

ჩვენ ახლა ვართ მნიშვნელოვან ზღვარზე, მოგცეთ თუ არა კანდიდატის სტატუსი. გული მიკვდება. ჩემი გული ამბობს "არას", მაგრამ გონება ამბობს, რომ სტატუსი უნდა მივცეთ ქართველ ხალხს.  გადაწყვეტილება იქნება ძალიან რთული. მე ვესაუბრები ლიეტუვაში ევროკავშირის გაფართოების ჯგუფის წევრებს. ევროკავშირი არასდროს დაიწყებს გაფართოებებზე მოლაპარაკებებს ამ მთავრობასთან. თქვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაგვეკარგა მათი ნდობა. თქვენი მთავრობა ახლა იქცევა იანუკოვიჩივით, რომელიც ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ შეაჩერონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ ჩვენ არ მოგცემთ შანსს, დაგადანაშაულოთ. ჩვენ დავტოვებთ კარს ღიას, ჩვენ მოგცემთ ძალიან მკაფიო წინაპიროვებს, რადგან ჩვენ არ გვინდა ევროკავშირის გაფართოების ფროცესი ჩაიშალოს. თუ მთავრობა არ შეასრულებს პირობებს, თუ დატოვებს პრეზიდენტს ციხეში და მისცემს სიკვდილის უფლებას, თუ გააგრძელებენ დასავლეთზე თავდასხმას, ჩვენ არ დავიწყებთ გაფართოებებზე მოლაპარაკებებს, - ამბობს პავილიუსი. 
 

ლიეტვული პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოლიგაქრები მთავარი დაბრკოლებაა. მისი თქმით, ევროოკავშირი ივანიშვილის დასანქცირებას ვერ შეძლებს და ეს ინსტრუმენტი  მხოლოდ აშშ-ს ხელშია. 

ოლიგარქები ამ გზაზე მთავარი დაბრკოლებაა. ჩვენც გვყავდა ოლიგარქები, თუმცა მათ სახელმწიფო არ მიუტაცებიათ. ამ მთავრობამ ივანიშვილთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, სად დგანან, თუ გააგრძელებენ ამ ქვეყნის მიყიდვას რუსეთზე და ჩინეთზე. სამი, ოთხი წლიდან ევროკავშირი თქვენთვის დასრულებული იქნება. ევროკავშირი ვერ შეძლებს ივანიშვილის სანქცირებას, რადგან ამ მთავრობას ჰყავს მეგობრები ევროკავშირში და ეს არის უნგრეთი. უნგერეთი ამ პროცესს დაღუპავს, ამიტომაც ყველაფერი ამერიკის ხელშია, - ამბობს პავილიუსი, - ამბობს მაღალჩინოსანი.