იატაკზე გაწვებიან, იხოხებენ, ოღონდ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - უგულავა

04.09.23 13:29
იატაკზე გაწვებიან, იხოხებენ, ოღონდ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - უგულავა

"ეს არის იდიოტური კამპანია, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია რაღაცნაირად გააიგივოს," - ასე აფასებს გიგი უგულავა პრეზიდენტის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მორიგ შეტევას. 

უგულავასთვის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება აბსურდულია, რადგან "ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს. უგულავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ინტერესში კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება არ შედის. 

ადამიანს არავინ უკრძალავს წავიდეს არა სახელმწიფო ვიზიტით, რასაც არ სჭირდება არანაირი მთავრობის თანხმობა. ასე, რომ კონსტიტუცია მას არ დაურღვევია, 100 ხმა ცხადია, არ იქნება. ეს არის იდიოტური კამპანია, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია რაღაცნაირად გააიგივოს. იატაკზე გაწვებიან, იხოხებენ, ოღონდ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.