თავიდანვე აღიარეს, რომ იმპიჩმენტის პროცესი ფეიკია, საბოტაჟია ევროკავშირში ინტეგრაციის - ვაშაძე

04.09.23 13:30
თავიდანვე აღიარეს, რომ იმპიჩმენტის პროცესი ფეიკია, საბოტაჟია ევროკავშირში ინტეგრაციის - ვაშაძე

"ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საბოტაჟად აფასებს. გიორგი ვაშაძისთვის ცხადია, რომ მმართველი ძალა რუსულ ორბიტაზე დასარჩენად ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, საბოტაჟს უწყობს ქვეყნისთვის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებას. 

ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას და პირისპირ დარჩეს რუსეთთან, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ჩაბარება მოხდეს რუსეთზე. თავიდანვე აღიარეს, რომ ეს პროცესი, რაც დაიწყეს, თავიდან ბოლომდე არის ფეიკი და ეს ყველაფერი შეთხზულია ერთი რამის გამო - საბოტაჟი ევროკავშირში ინტეგრაციის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.