"ბოლშევიკია ჩვეულებრივი" - რატომ უცხადებენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ბოიკოტს კულტურის მინისტრს
ბოიკოტი კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლს - პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელმძღვანელის დანიშვნა მწერლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ამიტომ დღეიდან ისინი ბოიკოტს აცხადებენ და არცერთ ღონისძიებაში ლიტერატურული სფეროს 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს.
მწერალი ზურა პაპიაშვილი ამბობს, რომ კულტურის მინისტრი ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.
ბოლშევიკია ჩვეულებრივი, რომელიც ძალიან მიუღებელი ნორმებით ებრძვის ადამიანებს, გამოქვეყნებით - ჭორების შეთხზვით, ისტორიებს უხსენებს ადამიანებს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი არ გააკეთებს იმ საქმეს, რაც დამოუკიდებელ ქართულ ლიტერატურულ პროცესს წაადგება, ძირითადი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს არჩევით,“ - ამბობს მწერალი ზურა პაპიაშვილი.
"ქართული ოცნების" დეპუტატის მწერალთა სახლის ხელმძღვანელად გადაყვანა კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ზოგადად, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ კულტურის სფეროს ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ პარტიულ კუთვნილება და მით უფრო არ წარმოადგენენ კონკრეტული პარტიის წევრობას,“ - განაცხადა დეა მეტრეველმა.
რუსული კანონის მხარდამჭერი რომ მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ხდება კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
მწერალთა სახლთან ურთიერთობა მიუღებელი, სავარაუდოდ, გახდა მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ ხელმძღვანელად დანიშნა „ქართული ოცნების“ ერთგული დეპუტატი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხმა მისცა რუსულ კანონს,“ - სოფო კილასონია.
იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროში ცენზურა მას შემდეგ დაიწყო, რაც თეა წულუკიანი მინისტრად დაინიშნა.
როგორც კი წულუკიანი დაინიშნა მინისტრად, იმ დღიდან დაიწყო ყველა სფეროში დაიწყო ცენზურა, რომელსაც ის შეეხო. რადგან მწერალთა სახლის ხელმძღვანელი იყო სხვა ადამიანი და მასზე ვერ ახდენდა გავლენას, მწერალთა სახლი რჩებოდა დამოუკიდებლად, თავისთავად ქეთი დუმბაძის იქ დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ მწერალთა სახლი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი,“ - ამბობს სულხან სალაძე.