პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა, გვყავს „ვივამედში“ - მაჭარაშვილი ზურაბიშვილს
გურამ მაჭარაშვილის გაფრთხილება სალომე ზურაბიშვილს? - "ხალხის ძალის" ლიდერმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი შეახსენა.
"პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა ხოლმე, ერთი გვყავს უკვე „ვივამედში", სამწუხაროდ, ახლა მეორეც გამოჩნდა" - თქვა "ხალხის ძალის" ლიდერმა ზურაბიშვილის მისამართით.
ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიწყალებს.
სააკაშვილის შეწყალებას რაც შეეხება, პრეზიდენტს თავად ნათქვამი აქვს - "არა და არასდროს," მაგრამ იმ მძიმე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გვარამიაზე მიიღო და მერე საზოგადოებიდან მძიმე რეაგირებაც ნახა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს არამხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ თავის პირადი, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეც, რადგან პატიმარი სააკაშვილი სხვა მოცემულობაა, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია არის პოლარიზების სიმბოლო, მაინც პატიმარი სააკაშვილი აღიქმებოდა და აღიქმება დღესაც საერთაშორისო საზოგადოებაში (თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადავხედავთ) როგორც დამნაშავე ხელისუფლების შემქმნელი პიროვნება, ამიტომ ეს მასზე იქნება რა თქმა უნდა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.