საქართველოს 12 რეკომენდაცია არ შეუსრულებია - უკრაინაში ევროკავშირის ყოფილი ელჩი
"თუკი თვალს გადავავლებთ ამ 12 პირობას, ნათელია, რომ საქართველოს ეს პირობები არ შეუსრულებია" - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, ჰიუგ მინგარელიმ განაცხადა.
ჰიუგ მინგარელის თქმით, მთავრობის მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი მიმართულებით არ მიდის.
„ამჟამინდელმა მთავრობამ ბოლო წლებში მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც სწორი მიმართულებით სულაც არ მიდის. მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს ტექნიკური მსჯელობა, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური შეშფოთება. უნდა დავფიქრდეთ გადაწყვეტილების შედეგებზე საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, საქართველოს გაშვების შედეგებზე. არის ეს საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო მეტად არ დააჩქარებს პუტინის რეჟიმისკენ თავის სწრაფვას? კითხვის ნიშანი“, - ამბობს ჰიუგ მინგარელი.