არის ალბათობა, რომ ამერიკის მთავრობამ დამატებითი სანქციები გამოსცეს - დევიდ კრამერი
"არის ალბათობა, რომ ამერიკის მთავრობამ დამატებითი სანქციები გამოსცეს," - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა გააკეთა.
თბილისში ჩამოსულმა დევიდ კრამერმა "დღის ამბებთან" ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ აშშ-მა ახალი სანქციები დააწესოს, თუმცა, კრამერი თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან, ვინც მოსამართლეების შემდეგ სანქცირებულთა სიაში მოხვდება.
არის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ რეგულარულად, არის ხელისშემშლელები, მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა არის - ამერიკამ გამოაქვეყნა სანქციები ქართველი მოსამართლეებისთვის, არის ალბათობა, რომ ამერიკის მთავრობამ დამატებითი სანქციები გამოსცეს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უნდა შეუერთდეს ამერიკის მთავრობას. არ მინდა საუბარი სანქციებზე და საქართველოზე ერთ წინადადებაში, მაგრამ მე არ მომწონს ის, რაც ხდება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ.
მე არ შემიძლია ამერიკის მთავრობის სახელით, მაგრამ ხალხია პასუხისმგებელი, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, იზრდება რუსული ზეგავლენა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათაც შეიძლება შეეხოს სანქციები. მაგალითია მოლდოვა, ამას ვხედავთ უკრაინაში ოლიგარქებთან დაკავშირებით. მე რომ ვიყო მსგავსი კატეგორიის საქართველოში, მე ამაზე ვიფიქრებდი და შეშფოთებული ვიქნებოდი,“ - ამბობს კრამერი.
რას ფიქრობენ დასავლეთში საქართველოს მთავრობის საგარეო კურსზე და როგორ აფასებენ ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან აღდგენილ პირდაპირ ფრენებს - კრამერის თქმით, საქართველოს მთავრობა რუსულ პროპაგანდას ახმოვანებს, რაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს, თუ ქვეყნის ევროინტეგრაცია სურთ.
აღდგენა პირდაპირი ფრენების რუსეთის, არ იყო კარგი განვითარება, კანონმდებლობა, ჩვენ ვხედავთ რუსული გავლენის, პროპაგანდის ზრდას.. ეს უნდა შეჩერდეს და იმედი მაქვს, რომ მალე შეჩერდება... ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ ასევე არ სურს, რომ დააჯილდოოს ცუდი მთავრობა, ეს არის ძალიან რთული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროკავშირმა,“ - განაცხადა კრამერმა.