ევროინტეგრაცია ექსკლუზიურად „ოცნების“ დამსახურებაა, პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია - პრემიერი
"არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება," - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს და ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის არც სალომე ზურაბიშვილს და არც ოპოზიციას. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ყველანაირი საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ.
არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ,“ - განაცხადა პრემიერმა.