საქართველოს რამდენიმე დღეში ჯოზეფ ბორელი ეწვევა
საქართველოს რამდენიმე დღეში ჯოზეფ ბორელი ეწვევა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების შესასრულებლად მაქსიმუმს აკეთებს.
ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია. მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.