არცერთი კილოგრამი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი - ირაკლი ღარიბაშვილი
" მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, ეს სიტყვა მოვიდა. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის, დასეტყვილ ყურძენს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვიი.
შეგახსენებთ, რომ კახეთში ნახევარ საათიანმა სეტყვამ ადგილობრივები უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა. დაისეტყვა ვენახები, განადგურდა ყურძენი და დაიხლიჩა საზამთროები, კახელი ფერმერები მოსავლის გარეშე დარჩნენ. უხვი ნალექის და ძლიერი ქარის გამო დაიტბორა, საკარმიდამო ნაკვეთები, ნათესები, სახლები სახურავების გარეშეა დარჩენილი.