ჯორჯ ბუში: გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში

04.09.23 14:46
ჯორჯ ბუში: გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში

 თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში -  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის მძიმე მოსასმენია ამბები მიხეილ სააკაშვილზე.

ჯორჯ ბუშის მიმართვა „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის“ დირექტორმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „პუტინიზმის დამარცხებისკენ“ წაიკითხა. 

პრეზიდენტი პირდაპირ წერს, რომ  საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები კვლავ არსებობს: 

მე ამაყი ვარ რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის პარტნიორია კიდევ ერთხელ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ უკრაინა რჩება. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა აქვს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 
უკრაინის გამარჯვება აჩვენებს დემოკრატიული ძალების გამარჯვებას, იმ ხალხის ძალას, ვისაც თავისუფლება უნდა. უკრაინის გამარჯვება შესაძლებელს გახდის, რომ დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.  ქართველი ხალხი მტკიცედ რჩება მსურველი, რომ ტრანსატლანტიკური დემოკრატიის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. 
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. როგორც წინა წელსაც განვაცხადე, საქართველო იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ჩემს გონებაში. თქვენ თავდადებული მეგობარი გყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ კითხვები ისევ რჩება საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. მე გულს მტკენს თქვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკურნალობის დანახვა ციხეში. მე მას ვიცნობდი. ბევრს აწუხებს თქვენს ქვეყანაში რუსული გავლენები და ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 
ახლა ყველას ერთად გაერთიანების დროა, - წერს ბუში.