ძალიან მძიმე იყო, როდესაც საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს - კახა კალაძე

04.09.23 14:56
ძალიან მძიმე იყო, როდესაც საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს - კახა კალაძე

"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობა. მმართველი პარტიის წევრები განმარტავენ, რატომ არ მისცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ევროპულ ტურნეზე თანხმობა. კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან მთავრობას არ აქვს იმედი, რომ ის ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

კალაძისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხის სურვილი უნდა გაითვალისწინოს.

როცა პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, გაკეთებული იყო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჰქონდა სურვილი უცხოეთში გამგზავრების და მან მიიღო უარი და ახსნა-განმარტებაც იყო გაკეთებული, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა ზუსტად. ძალიან მძიმე იყო, როდესაც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს და როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“ - ამბობს კახა კალაძე.