საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესასრულებლად საკმარისი არ გააკეთა - ვიოლა ფონ კრამონი
საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესასრულებლად საკმარისი არ გააკეთა, - ამის შესახებ "პირველებთან" ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საუბრობს. ევდოდეპუტატის თქმით, მთავრობისგან განსხვავებთ კანდიდატის სტატუსი სურს ქართველ ხალხს, რაც ევრკომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს.
ამასთან, კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი საბავშვო ბაღს ჰგავს. ევროდეპუტატი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამ ქმედებით სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკიტხებიდან ყურადღების გადატანა სურს.
ჯერ კიდევ რჩება მცირე იმედი, რომ მთავრობა შეასრულებს რეკომენდაციებს. ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. უდიდესი უმრავლესობას ამ ხალხისა უნდა ევროკავშირის და ნატოს წევრობა და ვფიქრობ, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილების მიღების დროს ესეც ჰქონდეს მხედველობაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად, იმედი მაქვს, რომ ვიპოვით გზას გვყავდეთ ჩვენს გვერდით. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომენტს, ეს ყველაფერი საბავშვო ბაღს მახსენებს, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებისგან. ჩემთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ძალიან უცნაური იდეაა. თქვენ გაქვთ თავი კონსტიტუციაში, რომელიც ამბობს, რომ თქვენ უნდა მიისწრაფოდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და პრეზიდენტის ვალდებურებაა, რომ ლობირება გაუწიოს ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა. ძალიან დეპრესიულია ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პროცესების ნახვა. ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი, მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მას გადაარჩენს და მისი ქონება იქნება დაცული, - ამბობს კრამონი.