საქართველოს მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია - ეველინ ფარკასი

04.09.23 15:16
საქართველოს მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია - ეველინ ფარკასი

საქართველოს მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა "პირველებთან" საუბარში განაცხადა. ფარკასი, რომელიც საქართველოში მწვავე გზავნილებით ჩამოვიდა,  პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არიან ძალები, რომელთა მიზანიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა. მისი ტქმით, პუტინი ყველა გზით ცდილობს, საქართველოზე გავლენა მოახდინოს.

საქართველოს მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია. 15 წლის წინ რუსეთმა საქართველოში დაიწყო ომი, რომელიც ახლაც გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ომი. პუტინმა ომი საქართველოში აწარმოა არა მხოლოდ სამხედრო მიზნებით, არამედ პოლიტიკური მანიპულაციისთვისაც. ის იყენებს ადამიანებს საქართველოში, რომლებზეც ახდენს გავლენას, პოლიტიკურ მანიპულაციებს,  იყენებს ფულს, სოციალურ სივრცეს. რუსეთის მთავრობა იყენებს ყველა შესაძლებლობას, მოახდინოს ზეწოლა საქართველოზე. პუტინს არ უნდა ქართველმა ხალხმა აიხდინოს ოცნება.  სენატორმა მაკეინმა ერთ დროს თქვა, ჩვენ ყველა ქართველი ვართ და საქართველო დღეს იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. თქვენ ყოველდღე უნდა იბრძოლოთ საკუთარი დემოკრატიისთვის. საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც არ სურს დემოკრატია, მათ სურთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა. ევროკავშირი მალე გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი უკრაინას და მოლდოვას შეიერთებენ, მაგრამ რას იტყვის ქართველი ხალხი, რომელიც თამაშგარე დარჩება და იდგება სომხეთსა და აზერბაიჯანის გვერდით, - ამბობს ფარკასი.