თავდასხმა ჩოხატაურში - სამმართველოს უფროსის პირველი კომენტარი

04.09.23 15:08
თავდასხმა ჩოხატაურში - სამმართველოს უფროსის პირველი კომენტარი

თავდასხმა ჩოხატაურში - პირველი ინტერვიუ ჩოხატაურის სამმართველოს უფროსთან ლევან ხარაბაძესთან. ის "პირველებთან" არ გამორიცხავს, რომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დამნაშავეთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლევან ხარაბაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუ გამოიკვეთა ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს გამოკითხვები, როგორც გაირკვევა იმის მიხედვით მოხდება ყველა საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია იყო ჩართული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო უფრო მეტი დანაშაული და შემდგომ უკვე ვინც გამოიკვეთა დანაშაულის ჩამდენი პირი ყველა იქნა დაკავებული", - ამბობს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარიო სამმართველოს უფროსი, ლევან ხარაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ 4 მოძალადე საჯარო მოხელე დააკავა.