სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო - პირველი კომენტარები

04.09.23 15:15
სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო - პირველი კომენტარები

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს.

„არის სასაუბრო თემები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დავტოვებთ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს. ვაპირებთ მარცვლეულის შეთანხმების საკითხის დაყენებასაც. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების საკითხი მნიშვნელოვანია და დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება.