მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე ენმ-ის ყველა წევრთან ერთად რომ მუშაობს პარტიის სიმტკიცის შესანარჩუნებლად - სააკაშვილი

04.09.23 15:21
მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე ენმ-ის ყველა წევრთან ერთად რომ მუშაობს პარტიის სიმტკიცის შესანარჩუნებლად - სააკაშვილი

"მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად, რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან მისი შეფასებით, დაყოფა "მტრის თამაშია". სააკაშვილის თქმით, ჩოხატაურში ოპოზიციური პარტიის წევრებზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი ძალის მთავარი პრობლემა "ნაციონალური მოძრაობაა".

ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ და ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” ამაში მგონი გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
 

წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე ბრძოლისთვის და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად! - წერს სააკაშვილი.