რევოლუციისთვის ამზადებენ ნიადაგს, რომ მეორე ფრონტი გახსნან - ზარქუა დასავლელ პარტნიორებზე

04.09.23 15:37
რევოლუციისთვის ამზადებენ ნიადაგს, რომ მეორე ფრონტი გახსნან - ზარქუა დასავლელ პარტნიორებზე

საერთაშორისო კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება", რომელიც დღეს დედაქალაქში იმართება, "ქართული ოცნების" წევრები არ მივიდნენ. არადა, ცნობილია, რომ კონფერენციის ხელმძღვანელებმა ღონისძიებაზე ხელისუფლების წევრებიც მიიწვია. 

კონფერენციაზე მისვლის ნაცვლად, სახელისუფლები პარტიამ დასავლელ პარტნიორებზე მორიგი იერიში მიიტანა. მათ საქართველოში ჩამოსული სტუმრები გააკრიტიკეს და მათ მორიგ ჯერზე "რადიკალები" უწოდეს, რომლებიც ენმ-ს ლობირებენ.

მმართელი გუნდის წერი ირაკლი ზარქუა დღეს ჯორჯ ბუშს გზავნილსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ-ს ოფილი პრეზიდენტი საკითხში გარკვეული არ არის.  

ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები. ესენი არიან ნაწილი რადიკალები, ხელმოცარულები ჩვენი ოპოზიციიდან და დანარჩენების დიდი უმრავლესობა არის ფასიანი ლობისტები. ატარებენ კონფერენციებს, რისთვის? იმიტომ, რომ საქართელოს ინტერესები შელახონ. ეს არის მცდელობა, რევოლუციისთვის მოამზადონ ნიადაგი და შემდეგ უკვე ამ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ მეორე ფრონტი გახსნას, რასაც ელოდებიან უკრაინაში. ვერ ეღირსებით! გამორიცხულია! არ გაგიტარებთ! შეიკრიბებით, ფურშეტი, ერთმანეთს შეაქებთ და ვინ? კრამერი თუ რა გვარია ეს კაცი?! რომელიც იქიდან გამოაგდეს, ამერიკიდან, იმიტომ, რომ ხელმოცარულია, იმიტომ, რომ აქ ვამხილეთ, რომ ჩვეულებრივი ენმ-ს ფასიანი ლობისტი იყო. დარღვევებისთის თქვენ საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებთ, ბატონო ბუშო, და იქნებ მოიკითხოთ ეს თემა? ე.ი. იქ, თქვენთან შესაძლებელია, ხოლო აქ დემოკრატიაზე თავდასხმაა? მე მგონია, რომ თქვენი დაწერილი ეს არ არის ან სიღრმისეულად არ ხართ შესული, ეტყობა ამ თემაში, - ამბობს ირაკლი ზარქუა.