რატომ დადგეს ბურთის ფორმის ძეგლი სამტრედიაში - რას ამბობს კალაძე
სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მისი ოჯახის კავშირს თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს. თბილისის მერის თქმით, ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.
ვის გჯერათ, რომ მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.