საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

02.06.21 16:14
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

2-4 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, ეწვევა. უკრაინის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უმასპინძლებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა  პატრიარქ ილია მეორესთან. 

დენის შმიგალი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

მსგავსი სიახლეები