სტატუსს ხალხი იმსახურებს, მთავრობა - არა ... სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული - ჟიგიმანტას პავილიონისი
"თუ შევძლებთ ჩვენ ამ სტატუსის მიცემას, ძალიან ნათლად განვაცხადებთ, რომ ეს არის ხალხისთვის და არა მთავრობისთვის, მთავრობა ამას არ იმსახურებს," - ეს განცხადება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა "დღის ამბებში" გააკეთა.
როგორც პავილიონისი ამბობს, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში დაბნეულობაა საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის გამო, რადგან ორჭოფობენ, როგორ მისცენ ისეთ ქვეყანას სტატუსი, რომლის მთავრობაც რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირშია, მათ შორის მჭიდრო ეკონომიკურ ბმაშია.
ჩვენ გვინდა გავხსნათ კარები NATO-ში, როგორც უკრაინაში ვაკეთებთ, მაგრამ სკეპტიკოსები ამბობენ, როგორ გავაკეთებთ ამ მთავრობის პირობებში, რომლებსაც არ ენდობით თქვენ, ისინი განგებ აკეთებენ ყველაფერს, განგებ აწარმოებენ შეტევას ევროპის, NATO-ს მიმართულებით, ისინი განზრახ უხსნიან კარებს რუსეთს, ეს არის საფრთხე საქართველოს გადარჩენისთვის - ჩვენ ვხედავთ იმდენი რუსი იმყოფება თბილისში, რუსული ფული იზრდება, თქვენი ეკონომიკა იზრდება ომზე, ეს ძალიან ცუდია, ამ წუთას მაქვს შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, რომელიც ძალიან შეშფოთებულია. თუ შევძლებთ ჩვენ ამ სტატუსის მიცემას, ძალიან ნათლად განვაცხადებთ, რომ ეს არის ხალხისთვის და არა მთავრობისთვის, მთავრობა ამას არ იმსახურებს,“ - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
იქნება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაცემად - როგორც ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, პოლიტიკოსების მთავარი მიღწევა და შეთანხმება უნდა იყოს ის, რომ ოპონენტების დევნა შეწყდეს.
სააკაშვილის საქმე, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხია და იქნება. არის ძალიან ბევრი მოსაზრება, რომელიც საქართველოს მთავრობამ კარგად იცის. გვარამიას ველაპარაკე და მადლობა გადამიხადა - მადლობა ლიეტუვის მთავრობას. ევროპული კარის გაღება და შესვლა ევროპაში, შეიძლება არ იყოს მთლად სასიამოვნო, იმიტომ, რომ ეს მოიტანს ცვლილებას, შეიძლება რთული ცვლილებებიც იყოს, ხოლო ეს მთავრობა საუკეთესო მეგობრებს საქართველოში, უნდა გვიჩვენონ კეთილგანწყობა, გველაპარაკეთ, გვესაუბრეთ. გახსოვდეთ, რომ ევროკავშირი და NATO არ არის მხოლოდ კანონები, ტანკები და ფული, ეს არის ხალხი, ადამიანები, თუ თქვენ ცდილობთ, რომ დაუხუროთ ყველა კარი თქვენს საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც ათწლეულებია მეგობრები არიან, როგორ შეხვალთ NATO-ში , თუ თქვენ ცდილობთ იპოვოთ მეგობრები პეკინში, მოსკოვში და თვლით, რომ რუსული ეკონომიკა უკეთეს ცხოვრებას მოიტანს საქართველოში - რუსეთს მოაქვს ოკუპაცია.
თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ჩვენ დავხუროთ ეს კარი, თქვენ გაქვს ისტორიული მომენტი, ასე, რომ გაიღვიძეთ, შეწყვიტეთ დინება რუსეთისკენ, ჯერ კიდევ გაქვს ღია კერი ევროკავშირში, NATO-ში - რუსეთი და ჩინეთი NATO-ს, დასავლეთის პირველი მტერია. გინდათ გაგვცვალოთ მათში ვინც გხოცავენ, ოკუპაციას ახდენენ,“ - ამბობს ჟიგიმანტასი.
ჟიგიმანტას პავილიონისი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან პუტინის რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი ოპონენტის ციხეში ჩასმა.
პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მკურნალობა სხვა ქვეყნებში და თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს მომავალზე, მან არ უნდა დააპატიმროს არცერთი ოპონენტი, ეს არის დემოკრატია. თუნდაც გძულდეთ თქვენი ოპონენტი, პატივისცემა უნდა გამოხატოთ. სააკაშვილმა ბევრი გაიღო ამ მომავლისთვის და პატივი უნდა ვცეთ ამ მემკვიდრეობას, თუ დაიწყებთ ოპონენტების დაპატიმრებას, ეს არასდროს დამთავრდება, ეს რუსული გზაა. პუტინი სააკაშვილს ნომერ პირველ მტერს ეძახდა და მისი ციხეში დატოვებით ეს არის პუტინის მსახურება - ეს არის ის გზავნილი, რომელიც გინდა, გაუგზავნო დასავლეთს? იყავი ტოლერანტული. იმედი მაქვს, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ იქნება ოპოზიციაში და შემდეგ ისინი უნდა დააპატიმროთ? ეს არასდროს დამთავრდება. არ დაუჯეროთ მოსკოვს, ევროპა თქვენი ეკლესიის წინააღმდეგია. მოსკოვს ქრისტიანობასთან და რელიგიასთან საერთო არაფერი აქვთ, მათი მამაოები ლოცავენ ჯარს, რომ დახოცონ უკრაინელები, რუსული ეკლესია არის КГБ-ს ზეგავლენის ქვეშ, კირილი КГБ-ს აგენტია, გააკეთეთ თქვენი არჩევანი,“ - ამბობს ჟიგიმანტასი.