პრეზიდენტთან კომუნიკაცია მუდმივად არსებობს - ხაბეიშვილი

04.09.23 17:11
პრეზიდენტთან კომუნიკაცია მუდმივად არსებობს - ხაბეიშვილი

"პრეზიდენტთან კომუნიკაცია მუდმივად არსებობს", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს მისი გუნდი არაერთ შეხვედრაზე ესაუბრება. თუმცა, პარტიის თავმჯდომარე ენმ იმპიჩმენტის საკითხით ვაჭრობას პრეზიდენტთან არ აპირებს. 

პრეზიდენტმა კონსტიტუციის ფარგლებში, რა უფლებამოსილებაც აქვს, თუ ევროპული მომავალი უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი რომ უნდა შეიწყალოს, ეს ყველასთვის ცხადი და ნორმალურია. ამიტომ თუ მას ამ ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უნდა, პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს,“ - ამბობს ხაბეიშვილი.