რუსულ, ბინძურ თამაშში არასდროს შევალთ - ბოკუჩავა პრეზიდენტთან იმპიჩმენტის საკითხით ვაჭრობაზე

04.09.23 17:14
რუსულ, ბინძურ თამაშში არასდროს შევალთ - ბოკუჩავა პრეზიდენტთან იმპიჩმენტის საკითხით ვაჭრობაზე

"ივანიშვილის დღის წესრიგი - ივაჭროს ადამიანების ბედით და თავისუფლებით და მისგან განსხვავებით ჩვენ ასეთ რუსულ, ბინძურ თამაშში არასდროს შევალთ," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილთან იმპიჩმენტის საკითხით არ ივაჭრებს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის გადაყენების მიზნით დაწყებული პროცესი ივანიშვილის თამაშია. 

თუ ვინმე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან რაიმეს აკეთებს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადასარჩენად, ეს არის სწორედ საქართველოს პრეზიდენტი და სწორედ ამისთვის სჯის მას ბიძინა ივანიშვილის და ამ სადამსჯელო ოპერაციის ფარგლებში ივანიშვილი იწყებს იმპიჩმენტის სპექტაკლს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.