უკანონო პრეზიდენტს უწოდებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ისტორიაში საუკეთესოა, გასაკვირი არ იქნება, თუ ზეწოლა გაგრძელდება - თალაკვაძე

04.09.23 17:19
უკანონო პრეზიდენტს უწოდებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ისტორიაში საუკეთესოა, გასაკვირი არ იქნება, თუ ზეწოლა გაგრძელდება - თალაკვაძე

"გვახსოვს, რომ ქალბატონ პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლა აქამდეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მხრიდან, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის საკითხით "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან ივაჭრებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.

რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც უმძიმეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა საქართველოს პრეზიდენტს და შემდეგ უკვე შეწყალებას სთხოვდა, რომელიც უკანონო პრეზიდენტს უწოდებდა და ახლა ამბობს, რომ ქვეყნის ისტორიაში ის საუკეთესო პრეზიდენტია, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ ქალბატონ პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლა აქამდეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მხრიდან, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს," - ამბობს თალაკვაძე.

რაც შეეხება განვითარების შესაძლო სცენარს - როგორ გაგრძელდება პროცესები იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილს "ოცნება" გადააყენებს, ვინ იქნება მისი შემცვლელი - არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე არ უმსჯელია. 

სცენარების მოდელირება არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურას სხვადასხვა აქტორები როგორ უპასუხებენ, ამის შემდეგ ჩვენს ნაბიჯებს შევიმუშავებთ,“ - ამბობს თალაკვაძე.