გაუგებარია, რატომ უნდა მოახდინონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი - უილიამ ტეილორი
აშშს ყოფილი ელჩი უკრაინაში უილიამ ტეილორი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთს არასაჭირო გავლენა აქვს. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში უნდა ინტეგრირდეს და ყველა, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდის.
ამასთან, ტეილორი პრეზიდენტის იმპიჩემნტის საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ევროპასა და აშს-შ-თვის საქართველოს ხელისუფლებსი ეს ნაბიჯი გაუგებარია.
რუსეთს აქვს არასაჭირო გავლენა საქართველოში. რუსეთის ინტერესებში საქართველოს დამოუკიდებლობა არ შედის. რუსეთს საქართველოსთან იგივე მიდგომა აქვს, რაც უკრაინასთან. საქართველო უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირში და ის ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან, მიდიან ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. ევროპასა და ამერიკაში კი გვიჭირს გავიგოთ, რატომ უნდა მოახდინონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროპაში ვიზიტის გამო იმ დროს, როცა ევროკავშირი იღებს უდიდეს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან რთულია ჩვენთვის ამ პროცესის გაგება, - ამბობს ტეილორი.