პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ - ალეკო ელისაშვილი

04.09.23 17:46
პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება "გამოგონილი მავნებლობაა, რათა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა ჩააგდონ".

პრეზიდენტის იმპიჩმენტს არავითარ შემთხვევაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ზოგადადაც, ამ თემის წამოწევა მავნებლობად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ქვეყანაში მილიონი რეალური პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ ქართული ოცნება ამაზე ფიქრობდეს და მუშაობდეს, ცარიელ ადგილას ახალ-ახალ მავნებლობებს იგონებს", - ამბობს ელისაშვილი.