"ოცნება" ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალებას ცდილობს - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალებას ცდილობს. მისი თქმით, "ოცნება" მათში ნიჰილიზმის და შიშის ჩანერგვას ცდილობს, რათა ისინი წინსაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აღარ ჩაერთონ.
ხიდაშელი შემოდგომა-გაზაფხულზე მძიმე მოვლენებს არ გამორიცხავს.
„ქართულ ოცნებას“ თავის მარაგში რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვს, მან ამოწურა ახალი მომრჩევლის ლიმიტი, ამიტომ ახლა მაქსიმალურად სჭირდება, რომ რამენაირად გაანეიტრალოს ოპოზიციური ამომრჩეველი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია, ნიჰილიზმის გამოწვევა, შიშის დამკვიდრება, ისეთი მეთოდებით გამკლავება ოპოზიციის ამომრჩევლის, რაც მათ დაუკარგავთ ხალისს, მათი აზრით, რომ იყვნენ აქტიურები წიინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ველოდები ძალიან მძიმე მოვლენებს ამ შემოდგომა-გაზაფხულის განმავლობაში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე, ოღონდ არა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, - ამბობს თინა ხიდაშელი.