პარლამენტში სერგეენკოსა და დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს

04.09.23 18:12
პარლამენტში სერგეენკოსა და დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს

“ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის - დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ხვალ, 5 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 

ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. 

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის მოტივით შეუჩერებენ.