საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა - ფარკასი
„სამწუხაროდ, რაც ხდება - საქართველოს მთავრობა დაპატიჟებული იყვნენ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, არ ისურვეს მოსვლა, რომ აეხსნათ საქართველოს მთავრობის პოზიცია და გაეცათ პასუხები“, - ეს განცხადება მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ეველინ ფარკასმა „დღის ამბებთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ეველინ ფარკასი ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს, თუ რატომ არ იმყოფებიან საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში იმართება და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიპლომატები, აკადემიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების ყოფილი წევრები ესწრებიან. როგორც ფარკასი ამბობს, საქართველოს მთავრობის წევრები მიწვეულები იყვნენ და სტუმრებს ზუსტად მათგან სურდათ, მოესმინათ განმარტება დღეს არსებულ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა შეხვედრაზე.
ხალხი, ვინც აქ შეიკრიბა წამყვანი აკადემიკოსები არიან, ვინც მსახურებდა სხვადასხვა მთავრობაში, აქ არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ისინი გაერთიანებულები არიან, რომ მივაღწიოთ ქართველი ხალხის ოცნებას დემოკრატიის მიმართ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მთავრობა არ ეთანხმება ამას. გვსურდა, მთავრობას აეხსნა ისე, რომ ქართველი ხალხისთვის გასაგები ყოფილიყო. წარმომადგენლები ძალიან ღელავენ, რომ საქართველო ჩამორჩება და რკინის ფარდის მიღმა, რომელიც პუტინმა და პუტინიზმა შექმნა,“ - ამბობს ფარკასი.
ფარკასის თქმით, წლის ბოლომდე საქართველომ უნდა გაატაროს რეალური რეფორმა, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას დააკისრა. ერთ-ერთი მთავარი, რასაც დასავლეთი ყურადღებას მიაქცევს დეოლიგარქიზაციის პუნქტია.
საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი წლის ბოლოს ამ პუნქტებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა - როგორ შეძლებს იმის დემონსტრაციას საქართველო, რომ მოახდინა დეოლიგარქიზაცია. პოლიტიკურად საქართველოს სჭირდება დემონსტრაცია მოახდინოს უფრო ცხადად დასავლეთისთვის, რომ თუ მას სურს, შეასრულოს ქართველი ხალხის ნება და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, იმიტომ, რომ ახლა ბევრი ანტიევროპული, ანტიდასავლური საუბრები ისმის საქართველოს ხელისუფლებისგან,“ - ამბობს ფარკასი.
ფარკასი განმარტავს, რატომ არ აქვს საქართველოს სტატუსი და როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას ისტორიული შანსი ხელიდან არ გაეშვა. ეველინ ფარკასი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
ვშიშობ, რომ საქართველო უკვე ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას. უკრაინამ მოიპოვა მოწინავე ადგილი და მოლდოვის მთავრობა ჭკვიანი აღმოჩნდა, დაინახა შესაძლებლობა და უთხრა ევროპულ ოჯახს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, ამ ოჯახის წევრი რომ გავხდეთ. სამწუხაროდ, ეს არ იყო ის კურსი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და ახლა საქართველო ჩამორჩება ამ პროცესს და აღმაშფოთებელია,“ - ამბობს ფარკასი.
ფარკასის თქმით, პუტინის მორიგი სამიზნე რომ საქართველო იქნება, ეს ცხადია, რადგან მას იმპერიალისტური ზრახვები აქვს და უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, NATO-ს დაშლას შეეცდება.
პუტინი იქნება ფრთაშესხმული, მოტრიალდება საქართველოსკენ და იმავეს გააკეთებს მოლდოვაში და ამით არ დაკმაყოფილდება, იმიტომ, რომ იცის, არსებობს NATO და NATO-ს უნდა მისი იმპერიალისტური მიზნების დაბლოკვა უნდა. ის დაუპირისპირდება NATO-ს, შეეცდება მის დაშლას და ამის შედეგი საბოლოოდ იქნება მესამე მსოფლიო ომი. დღეს უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინაში, რომ არ განვითარდეს სხვა სცენარები," - ამბობს ფარკასი.