პუტინმა "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე უარი თქვა

04.09.23 19:23
პუტინმა "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე უარი თქვა

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი - განცხადება ვლადიმერ პუტინმა სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

პუტინის თქმით, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გააცოცხლებს. 

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გააცოცხლებს.