იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო - როგორ ცდილობს "ოცნება" მთავარსარდლის თანამდებობიდან ჩამოშორებას
საქართველოს პრეზიდენტის სადამსჯელო ოპერაცია - პირველად ქვეყნის ისტორიაში საპარლამენტო უმრავლესობა მთავარსარდლის თანამდებობიდან ჩამოშორებას გეგმავს.
ზურაბიშვილს "ოცნებამ" ევროპაში წასვლა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მოქმედება არ აპატია. ივანიშვილის გუნდი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს იწყებს.
"ოცნების" ამ პოლიტიკური სვლით ყველა გაოგნებულია. მათ შორის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ქვეყანას ევროინტეგრაციაში ეხმარება, "ოცნება" კი ამ გზაზე საქართველოს ფეხქვეშ მიწას აცლის.
ზურაბიშვილის გადაყენების პროცედურა იმ პარტიამ წამოიწყო, რომელმაც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მისი გაპრეზიდენტებისთვის ყველაფერი გააკეთა.
"ოცნებამ" ზურაბიშვილი ივანიშვილის მითითებით აირჩია. ვინც ოლიგარქის პოლიტიკური თამაშის წესები კარგად იცის, ხვდება, რომ ეს ყველაფერი მის გარეშე ვერ მოხდებოდა.
"პრეზიდენტი ოლიგარქის ინტერესებში აღარ შედის. უნდა მისი გადაყენება რადგან ზურაბიშვილი ურჩობს და "ოცნების" პრორუსული თამაშის წესებს არ მიყვება" - პრეზიდენტის ჩამოშორების გეგმის უკან ყველამ სწორედ ბიძინა ივანიშვილის კვალი ამოიკითხა.