საგანგებო სხდომა ქართულ ოცნებაში - კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი იმპიჩმენტის დასაწყებად ბოლო კონსულტაციებს მართავს

04.09.23 20:13
საგანგებო სხდომა ქართულ ოცნებაში - კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი იმპიჩმენტის დასაწყებად ბოლო კონსულტაციებს მართავს

ბოლო კონსულტაციები იმპიჩმენტის დასაწყებად - ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობა სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. დღესვე დიდი ალბათობით, ოფისიდან იმ დოკუმენტსაც გამოიტანენ, სადაც საკონსტიტუციო დავის დასაწყებად 50 დეპუტატის ხელმოწერა იქნება. "ოცნება" დარწმუნებულია, რომ  სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უპირობოდ მოიგებენ. 

ეს კი მმართველი გუნდისთვის   სამართლებრივი საფუძველია იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. შემდეგი ნაბიჯი უკვე პარლამენტია, თუმცა 100 ხმის მოგროვება დღევანდელი მოცემულობით ხელისუფლებისთვის წარმოუდგენელია. ოპოზიციამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ოცნების პოლიტიკურ ავანტიურას მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად ამისა პროცესი უკვე დაწყებულია და ქართული ოცნება უკან დახევას არ აპირებს.