პუტინიზმი საქართველოში, დემოკრატიული უკუსვლა და სტატუსის საბოტაჟი - ევროპელი დიპლომატების უმკაცრესი გზავნილები "ოცნებას"
დასავლელი პარტნიორების უმძიმეს გზავნილებს "ქართული ოცნება" დისტანციურად პასუხობს. მაკკეინის კონფერენციაზე ხელისუფლება დემონსტრაციულად არ მივიდა, იქ შეკრებილებს კი "რადიკალები და რევოლუციონერები" ეძახა. არადა, საუბარია ამერიკისა და ევროპის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე.
ასეთი კრიტიკა "ოცნების" ხელისუფლებას ჯერ არ მოუსმენია. პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომელთა აზრს მთელ მსოფლიოში ითვალისწინებენ, ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსების გარეშე, ღიად და დაუფარავად ამბობენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება.
კონფერენციის მონაწილეები, რომლებიც თბილისში პუტინიზმის დამარცხებაზე მსჯელობდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა სწორედ პუტინიზმია. დასავლეთის პოლიტიკური წრეების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, ყველა ერთხმად "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს.
"ნდობადაკარგული რეჟიმი, რომელიც ლუკაშენკოს ბელორუსს ემსგავსება, ამ მთავრობასთან ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებებს არავინ დაიწყებს" - ეს გზავნილები ისმოდა დღეს ქვეყნის პარტნიორების მხრიდან.