უმრავლესობის სხდომა დასრულდა - როდის მიმართავს „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს

04.09.23 20:47
უმრავლესობის სხდომა დასრულდა - როდის მიმართავს „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს

იმპიჩმენტი პრეზიდენტს - "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვება დაიწყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ  ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

განვიხილეთ იმპიჩმენტის საკითხი. აქტუალურია ეს თემა და საზოგადოებასაც აინტერესებს გარკვეული დეტალები. ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, - თქვა მდინარაძემ.