მიუხედავად ყველაფრისა, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს - მდინარაძე

04.09.23 20:56
მიუხედავად ყველაფრისა, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს - მდინარაძე

მიუხედავად ყველაფრისა, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განუცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, "შეუძლებელია პოლიტიკოსი ასეთ რამეზე წავიდეს, ჩემი სკამის გულისთვის ვიწყალებ ყოფილ პრეზიდენტსო თქვას"

„თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსიც პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. თუმცა, რამდენად მორალურია საქციელი ნაცმოძრაობის, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს (თუ ეს დაადასტურეს) თუმცა, ამ რისკის დაზღვევა არის ის, რომ ზოგადად შეუძლებელია პოლიტიკოსი, ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს - რომ ჩემი სკამის გულისთვის ვიწყალებ ყოფილ პრეზიდენტს - თქვას“, - გამაცხადა მდინარაძემ.