ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს.
არძინბასთან ერთად თანამდებობას აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯანსუხ ნანბაც ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, მაღალჩინოსნების გადადგომა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინალ არძინბა მუშაობას მოსკოვში გააგრძელებს. მას პუტინის რეჟიმი უკრაინის მიმართულებას ჩააბარებს.
არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ის ერთ -ერთი ე.წ მაღალჩინოსანი იყო, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს “საქართველოს მიმართულებით” მუშაობის შემთხვევაში, რამდენჯერმე დახურვით დაემუქრა.