2008 წელს ჩვენ ვიმოქმედეთ უფრო ნელა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა - დენიელი ფრიდი აგვისტოს ომზე

05.09.23 11:12
2008 წელს ჩვენ ვიმოქმედეთ უფრო ნელა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა - დენიელი ფრიდი აგვისტოს ომზე

 ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, დენიელი ფრიდი აგვისტოს ომის გამოცდილებაზე საუბრობს - მისი თქმით, 2008 წელს აშშ-ს არ სჯეროდა, რომ პუტინს საქართველოში ომი უნდოდა. 

მისი თქმით, შეერთებული შტატები 15 წლის წინ მოქმედებდა უფრო ნელა ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა.  

ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მათ ძალიან გვიან გააცნობიერეს პუტინის და პუტინიზმის საფრთხეები. 

მეთიუ ბრაიზას და მე გვჯეროდა, რომ პუტინს უნდოდა ომი, მაგრამ ანალიტიკურ საზოგადოებას და შეერთებული შტატებს ეს არ სჯეროდათ და ამას ვერ ხედავდნენ.  2008 წელის ივლისში კინდოლიზა რაისი შეშფოთდა და თბილისში ჩამოვიდა სააკაშვილთან სასაუბროდ.  იმ დროისთვის არანაირ პროვოკაციაზე საქართველოს მხრიდან საუბარი არ იყო.  ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა დავაგვიანეთ,  ჩვენ ვიმოქმედეთ უფრო ნელა ვიდრე ეს საჭიროება მოითხოვდა.  

როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ მათ კარგად ვუპასუხეთ. ქართული არმია დაზიანდა, თუმცა არ განადგურდა.  როდესაც მაიკლ მაქფოლი მოდიოდა ხელისუფლებაში და მე ვტოვებდი თანამდებობას, მე მას ვუთხარი, რომ თქვენ ჩაფლავდებით იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ჩვენ ჩავფლავდით.

ჩვენ ძალიან გვიან გავაცნობიერეთ პუტინის და პუტინიზმის საფრთხეები. 90- იანი წლების დასაწყისში, როცა კლინტონის ადმინისტრაცია მუშაობდა ნატოს გაფართოებაზე, ჩვენთან პოლონელები მოვიდნენ და გვითხრეს - თქვენ გაქვთ შესაძლებლობების ფანჯარა და არ გააფუჭოთ. პოლონელები ძალიან მკაფიო იყვნენ ამერიკელებთან რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ამ შესაძლებლობის ფანჯრის დროს, არც საქართველო და არც უკრაინა არ ფიქრობდნენ, რომ იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. ჩვენ გავუშვით ჩვენი ფანჯარა და მივიღეთ ძალიან უსიამოვნო შედეგი"- ფრიდი