პარლამენტში არდადეგები დასრულდა - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

05.09.23 10:59
პარლამენტში არდადეგები დასრულდა - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

მუქარიდან  მოქმედებაზე- "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების მობილიზებას იწყებს. ერთ საათში პარლამენტში სხდომა იწყება. ეს საზაფხულო არდადეგების  შემდეგ  დეპუტატების პირველი შეკრებაა. დღეს გაიმართება პოლიტიკური დებატები, სადაც ოპოზიცია  აპირებს, ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაზე პასუხი მოსთხოვოს, "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე აეწყობა. 

ენმ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას ემიჯნება, თუმცა ამავდროულად, პრეზიდენტს ახსენებს კონსტიტუციურ ვალდებულებას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

იმპიჩმენტის პროცედურაში, "ქართულ ოცნებასთან " ენმ საერთო საერთოდ არ იქნება. ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ იმავდროულად, პრეზიდენტისგან, როგორც სახელმწიფოს მეთაურისგან, რომელიც ასევე პასუხისმგებელია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ის ვალდებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილება". - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

დაუმორჩილებელ პრეზიდენტს ომი გამოუცხადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში დავით ემუქრებიან. სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი, თუმცა რა ვერდიქტიც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, "ოცნების" მიერ დაწყებული იმპიჩმენტი უკვე შეფასდა, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ღია საბოტაჟი.