თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს ხელისუფლება, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის - სამადაშვილი

05.09.23 11:18
თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს ხელისუფლება, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა რუსული დავალებაა, რომლის მიზანი ქვეყნისთვის მორიგი დაბრკოლების შექმნაა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

სამადაშვილი ამბობს, რომ თუ თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს ხელისუფლება, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის.

"ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა - პირველი, ეს არის რუსული დავალება, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლება თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, რომელიც მიზანმიმართულად აგრძელებს იმის კეთებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, მათ შორის პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების დაბრკოლების გზით". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების მობილიზებას იწყებს. ერთ საათში პარლამენტში სხდომა იწყება. ეს საზაფხულო არდადეგების  შემდეგ  დეპუტატების პირველი შეკრებაა. დღეს გაიმართება პოლიტიკური დებატები, სადაც ოპოზიცია  აპირებს, ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაზე პასუხი მოსთხოვოს, "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე აეწყობა.