"დაველოდოთ, გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას" - ენმ-მ საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა გადადო
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას დაელოდებიან და საკითხის განხილვა შს მინისტრის ინტერპელაციის პროცედურამდე გადაიწევა, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს.
"ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად" - ამბობს ბოკუჩავა