ანი მიროტაძემ "ლელო" დატოვა

02.06.21 16:52
ანი მიროტაძემ "ლელო" დატოვა

ანი მიროტაძემ პარტია "ლელო საქართველოსთვის" დატოვა. მიზეზად მიროტაძე 20 ივნისის ამნისტიას ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის ეს წითელი ხაზია.

ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის... მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია", - თქვა ანი მიროტაძემ "ფორმულას" ეთერში.