წავიდეთ შოვში ბახილების გარეშე - ბოკუჩავას შეთავაზება პაპუაშვილს
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სთავაზობს შოვში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წავიდეს, ოღონდ ბახილების გარეშე.
ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრისმკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში, ამჯერად ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებით ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის". - განაცხადა ბოკუჩავამ.
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გუშინ სპეკულაციაში დაადანაშაულა.
ერთი წუთით მაინც ჩასულიყავით შოვში - მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს! თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ, რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე არა?! თქვენი პათეტიკა ამ ყველაფრის შეურაცხყოფაა!- განაცხადა პაპუაშვილმა.