ხელისუფლება სამოსანია - გახარიას გუნდი

05.09.23 11:51
ხელისუფლება სამოსანია - გახარიას გუნდი

ხელისუფლება სამოსანია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში - გახარია გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით მათ ხელისუფლებას ნაბიჯის გადადგმა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. 

არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ მათ, რომ აქ სიტუაცია გაეუმჯობესებინათ, ამიტომ მოცემულობა მაინც და მაინც სახარბიელო არ იაქნება. რაც მთავარია, მოცემულობა არ იქნება ისეთი, რომელიც შეეფერება იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის მოქალაქეების 90% განწყობილი, მოტივირებულია, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი"- ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს.