პარლამენტის საშემოდგომო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა

05.09.23 12:32
პარლამენტის საშემოდგომო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მსხვერპლთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ეს საზაფხულო არდადეგების  შემდეგ  დეპუტატების პირველი შეკრებაა. დღეს გაიმართება პოლიტიკური დებატები, სადაც ოპოზიცია  აპირებს, ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაზე პასუხი მოსთხოვოს, "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე აეწყობა.