საქართველოს მთავრობას მოსმენასთან პრობლემები აქვს - პაველ ფიშერი

05.09.23 13:35
საქართველოს მთავრობას მოსმენასთან პრობლემები აქვს  - პაველ ფიშერი

"ქართული ოცნება" საკუთარ ხალხს არ უსმენს - ასეთია ჩეხი დიპლომატის შეფასება. პაველ ფიშერი ამბობს, რომ "საქართველოში არ უნდა იყოს საუბარი იმაზე თუ რა უნდა მთავრობას, არამედ იმაზე თუ რა სურს ხალხს, სად უნდა ხალხს ყოფნა და მთავრობამ ამას უნდა მოუსმინოს". 

დიპლომატის თქმით, საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს. 

ვშიშობ, რომ საქართველოს მთავრობას მოსმენასთან პრობლემები აქვს ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი.  თუ გაქვთ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია, ახლა მთავარია, საქართველომ შეასრულოს 12 პრიორიტეტი და ეს კარი იქნება ღია.

ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული რომ გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ დაიჭირონ მომენტი რაც ახლა მათ მიეცათ. თუ შენ ხარ ბიზნესმენი, რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან და რუსულ ნარატივთან, თუ შენ ამყარებ პირდაპირ კავშირებს თბილისა და მოსკოვს შორის, თან იმ დროს როდესაც რუსეთი არის მძიმე სანქციების ქვეშ, მაშინ უნდა ჰკითხო შენს თავს, რა არის ნამდვილი სცენარი შენი მთავრობის ეს სცენარი ხილულია არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ჩანს პრაღადან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ბერლინიდან და ვაშინგტონიდან"- აღნიშნა დიპლომატმა.