პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი ჩემთვის გაუგებარია - ფრიდი

05.09.23 13:27
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი ჩემთვის გაუგებარია - ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება გაუგებარია. 

დენიელ ფრიდის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი  ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. 

სახე, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს, ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს ევროპული, მიუხედავად იმისა რომელი პარტიაა ქვეყნის მმართველობაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილს წლებია ვიცნობ და ის ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, ის ყველაფერს აკეთებს და იმპიჩმენტის საბაბი ჩემთვის გაუგებარია"- თქვა მან.