"ტრაგედიებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებთ" - კობახიძის იერიში ოპოზიციაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კობახაძემ თქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია.
„ევროკავშირის ერთ-ერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, - აღნიშნა კობახიძემ.