ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართულობა ჩვენს შიდა სამზარეულოში სირცხვილია - მიხეილ ყაველაშვილი

10.03.21 15:05
ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართულობა ჩვენს შიდა სამზარეულოში სირცხვილია - მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მიხეილ ყაველაშვილს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართულობა სასირცხვილოდ მიაჩნია. მისი განმარტებით, ქვეყნის შიდა სამზარეულოში უცხო პირის ჩართულობის აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასავლური  ღირებულებისთვის იბრძვის და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება „ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა.

ერთი რამდენიმე წელი რომ გავა და ეს ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა, ალბათ, მერე გავიხსენებთ, რომ მართლა რა სირცხვილია, რომ შიდა ჩვენს სამზარეულოში წარმომადგენელს აგზავნის, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, რაზე? რომ როგორი შეთანხმება გვინდა, რომ მოხდეს. თუ ორივეს ევროკავშირში გვინდა, თუ იძახიან, რომ დასავლური ღირებულება ა.შ., ეს ხომ დამტკიცდა არა ერთხელ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ღირებულებების ერთგულია, ფაქტებით დამტკიცდა, - ამბობს ყაველაშვილი.

ყაველაშვილი  გავრილოვის თემას ყურით მოთრეულს უწოდებს და ამბობს, რომ ამის ფაქტად აღქმა არასწორია. 

ახლა არ დამიწყოთ, ერთადერთი გავრილოვის თემა, ყურით მოთრეული, ეს შეიძლება, ფაქტად აღიქვას ადამიანმა?, -  ამბობს  მიხეილ ყაველაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები