ადამიანები შოვში შეიწირა თქვენმა უპასუხისმგებლობამ, ისინი მოსვენებას არ მოგცემენ - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

05.09.23 13:01
ადამიანები შოვში შეიწირა თქვენმა უპასუხისმგებლობამ, ისინი მოსვენებას არ მოგცემენ - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირდაპირ დაადანაშაულა "ოცნების" ხელისუფლება შოვის ტრაგედიაში და განაცხადა, რომ სწორედ მმართველი გუნდის უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ გამოიწვია ეს ტრაგედია.

შოვი არ მიეცემა დავიწყებას. ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას. ვერ გადააგორებთ ამ საკითხს". - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.